Pages

Thursday, December 10, 2009

რა არის სწორი კვება?


პროექტი

პროექტის სახელი:
რა არის სწორი კვების რეჟიმი?

პროექტის მოკლე აღწერა:

პროექტის განხორციელებისას,მოსწავლეები დაადგენენ:
1.რომელი საკვები ნივთიერებები და რა რაოდენობით არის საჭირო იმისათვის,რომ მოზარდი ორგანიზმი კარგად განვითარდეს,
2.რა შეიძლება მოყვეს არასწორ კვებას,
3. როგორ უნდა ვიკვებოთ,რომ თავიდან ავიცილოთ სხვა და სხვა დაავადებები.


პროექტის სრული აღწერა: დღეისათვის მთელ მსოფლიოს და აგრეთვე ჩენ ქვეყანას აწუხებს დაავადებები,რომლებიც გამოწვეულია არასწორი კვებით და უმოძრაობით.მართებულია გამონათქვამი
--“სწორი კვება-ჯანმრთელობის საწინდარია.“
ამ პროექტში მონაწილე მოსწავლეები აყალიბებენ პრობლემას:
1)ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ სხვადასხვა ასაკში ადამიანის ორგანიზმის მოთხოვნილება სხვადასხვა საკვებ ნივთიერებებზე განსხვავებულია,
2)მიუხედავად ენერგეტიკული ღირებულებებისა გასათვალისწინებელია საკვები პროდუქტების შენახვის პირობები და შენა
ხვის ვადა,
3)უნდა არსებობდეს ბალანსი საკვებით მიღებულ ენერგიასა და ორგანიზმის მიერ დახარჯულ ენერგიას შორის.

მოსწავლეები განსაზღვრავენ საკვების შვიდ ნაირსახეობას,რომელიც აუცილებელია ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის,იძიებენ მასალას მათ შესახებ ინტერნეტის
საშუალებით და ადგენენ :
ა) რა ემუქრება ორგანიზმს ჭარბი ცხიმებისა და ნახშირწყლების მიღების შემთხვევაში.
ბ)რა ემუქრება ორგანიზმს,როდესაც იკვებება ვიტამინებით,ცილებითა და მინერალური მარილებით ღარიბი საკვებით.
ერთი კვირის მანძილზე მოსწავლეები ყოველდღიურად აღწერენ მათ რაციონში შესულ პროდუქტებს,ითვლიან დაახლოებით რა რაოდენობის ცილებს,ცხიმებსა და ნახშირწყლებს შეიცავენ ისინი.
ადგენენ მოძიებული ცხრილებიდან მათი ასაკისათვის საჭირო სხვადასხვა პროდუქტის მიღების დღიურ ნორმებს და ადარებენ მათ მიერ მიღებული საკვები ნივთიერებების რაოდენობას. გამოაქვთ დასკვნები, ადგენენ საკუთარ დიეტას.

მონაწილეები აგრეთვე ადარებენ საკუთარი წონისა და სიმაღლის მაჩვენებლებს სახელმძღვანელოში გრაფიკზე ასახულ წონისა და სიმაღლის მაჩვენებლებს (ნორმა და ნორმიდან გადახრა), ადგენენ საკუთარი მაჩვენებლები ნორმაშია თუ ნორმიდან არის გადახრილი.
უკავშირებენ ამ მოვლენას სწორ კვების რეჟიმს.
შემდეგ ეტაპზე მონაწილეები იძიებენ ინფორმაციას ინტერნეტში:
ა) იმ დაავადებების შესახებ,რომლებიც გამოწვეულია არასრულფასოვანი კვებით ადრეულ და მოზარდ ასაკში,
ბ) ჭარბი წონით გამოწვეული დაავადებების შესახებ.
თითოეული მონაწილე ახდენს პრეზენტაციას, სადაც სრულყოფილად ასახავს სწორი კვების რეჟიმის როლს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

მოსწავლეთა ასაკი:13-14 წელი.
ვადები,პროექტის ხანგრძლივობა: ორი კვირა.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ლექცია-საუბრებრები,დისკუსიის გამართვა,შეხვედრები თანატოლებთან,
პრეზენტაციის მოწყობა.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ადგენენ საკუთარ დიეტას; სწავლობენ, როგორ იკვებონ; როგორ აიცილონ თავიდან ის დაავადებები,რომლებიც არასწორი კვებით არის გამოწვეული; როგორი საკვების მიღება არ არის მიზანშეწონილი.
სარგებელი სხვებისთვის:გაწეული სამუშაო ეფექტური პროპაგანდა იქნება მოზარდებისთვის-ისინი თანატოლებს მოუწოდებენ იკვებონ ჯანსაღი პროდუქტებით და ცხოვრების წესად გაიხადონ ლოზუნგი “ვიკვებოთ იმისათვის,რომ ვიცოცხლოთ და არ ვიცოცხლოთ იმისათვის, რომ ვიკვებოთ.“

სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული ენა-დისკუსია,პრეზენტაციაში მონაწილეობა,მსჯელობა და საკუთარი აზრის გადმოცემა(ძირითადი საკომუნიკაციო უნარების განვითარება)
მათემატიკა-სქემების,დიაგრამების,გრაფიკების შედგენა ისტ-ის გამოყენებით, აგრეთვე
საჭირო მასალების მოძიება,ისტ-ის საშუალებით მათი დემონსტრირება.

პროექტის ფასილიტატორი: მაია გოჭოშვილი
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: gochoshvilim.@gmail.com


ჩემი პორტფოლიო

რა არის საფუარი სოკო?


1 comment:

  1. maia gavecani tqvens prezentacias magram me rogorc ekimi cota mshralad momechvena didi siamovnebit shemogiertdebi

    ReplyDelete